Tuesday, June 8, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელი;

ვაჟა–ფშაველა

პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით;

მწერლის ცხოვრება და შემოქმედება

პროექტის სრული აღწერა;

გაკვეთილის დასაწყისში, მას შემდეგ რაც მოსწავლეებს წარვუდგენ პროექტის თემის, შევუდგები პროექტის განხორციელებას. მოსწავლეებს გავყოფ 3 ჯგუფად და თემიდან გამომდინარე – პირველ ჯგუფს მივცემ დავალებას მოძიონ ვაჟა–ფშაველას ბიოგრაფიული ცნობები, მეორე ჯგუფს, ვაჟა–ფშაველას შემოქმედებითი ეტაპების და თემატიკის შესახებ, ხოლო მესამე ჯგუფის წევრებს დავავალებ მოამზადონ მწერლის ლექსები, ნაწყვეტები ვაჟას მოთხრობებიდან და პოემებიდან (წაიკითხონ შეძლებისამებრ მხატვრულად, რითაც შესაძლებელი იქნება წუთიერად მაინც აღმოვჩდეთ ვაჟას სამყაროში. სასურველია, ბავშვებმა ეს დავალებები წარმოადგინონ რეფერატის, ნაშრომის, ნახატის სახით, ვიდეო თუ აუდიო მასალის გამოყენებით.

მონაწილეთა ასაკი;

V კლასი – 11–12 წლისანი

ვადები–ხანგძლივობა;

2 კვირა (მაისი)

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში;

თითეულ ჯგუფს ქვეთემებიდან გამომდინარე ვაძლევ კონკრეტულ მითითებს, რეკომენდაციებს, ვუსახელებ ავტორებს და წიგნებს, რომლებიც გამოდგება პირველწყაროდ თემის, საკითხის დამუშავებისას. კომპიუტერის და პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს ეკრანზე ვაჩვენებ მწერლის პორტრეტს, სურათებს, ამონარიდებს ვაჟას ლექსებიდან, პოემებიდან, იმ დონეზე რომ ინტერესი აღვუძრა მათ. რამდენიმე წუთით მიმოვიხილავ იმ ეპოქას, რომელშიაც მოღვაწეობდა ეს ბუმბერაზი მწერალი.

მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას;

მოსწავლეები მიიღებენ ღრმა ცოდნას ვაჟა–ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობის შესახებ, აღეძრებათ მეტი ინტერესი დაეულონ მწერლის შემოქმედებას. ჩამოუყალიბდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა , კოლეგიალობის, თანამშრომლობის, შრომისმოყვარეობის უნარი და მიღებული წარმატება მათვის იქნება ერთგვარი სტიმული დაეუფლონ უფრო მეტს, თავიანთი ცოდნა და სწავლის პოცესი გახადონ უფრო თვალსაჩინო და პროდუქტიული. პროექტის გამოყენებით მიღებული ცოდნა მოსწავლეთათვის იქნება მეტად სახალისო და დასამახსოვრებელი.

მოსწავლეეს ეძლევა საშუალება მომზადებული პროექტი დადონ ბლოგზე.

სარგებელი სხვებისთვის;

პროექტის წარმატებით განხორციელება იქნება ერთგვარი სტიმული სხვებისთვის, რომ საფუძვლიანად გაიცნონ სხვა მწერლები, ხელოვნების სხვა მოღვაწენი.

სამუშაო ენა;

ქართული ენა

მონაწილეები სხვა სკოლებიდან;

არ მყავს

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფეთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;

ქართულ ენა და ლიტერატურა–მწერლის ბიოგრაფია, შემოქმედება და ნაწარმოებთა მხატვრული ღირებულებები;

ისტორია– მის ბიოგრაფიასა და თხზულებებში აისახება მე–19 საუკუნის საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ მდგომარეობა. ის იმ ეპოქის შვილია. ასევე, ვაჟამ მოახდინა ისტორიული ეპიზოდების პოეტური გამხატვრულება, შექმნა ისტორიულ მოტივებზე არაერთი ლექსი, პოემა....

გეოგრაფია – ვაჟა–ფშაველას წარმომავლობა, ცხოვრება სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში, მისი სტუდენტობის წლები და სხვა მნიშვნელოვანი ცნობები ახლო კავშირშია გეორგაფიულ მონაცემებთან.იგი, როგორც ბუნების ლაღი შვილი, ტყის ბინადართა, მთის, ნაკადულის, მდინარის, ხისა და ყვავილის ,,სულის მესაიდუმლე, ფიქრისა და აზრის გამზიარებელი"...

პროექტის ავტორი;

ქეთევან ჯოჯუა

ავტორის ელ.ფოსტა;

ketijojua@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოკი.

ketevanjojua.blogspot.com